რეზონანსი
06.05.2019

 

 (რეზონანსი) კენიელი ქალი თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს, სადაც ის დამხმარედ მუშაობდა, ძალადობაში ადანაშაულებს. ოჯახი, სადაც შუახნის ქალი დამხმარედ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის შელაპარაკება მოხდა. კენიის მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი მიგრაციის დეპარტამენტში იმყოფება

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×