რეზონანსი
06.05.2019

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ამ არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მესაჭეობა სწორედ გიორგი გახარიას ანდოს, რაც მმართველი ძალის ნაწილს გვარიანად აშფოთებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა არჩევნებამდე გახარიამ დაიკავოს პრემიერის სავარძელი. ექსპერტი მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრობს:

"შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს გახარია პრემიერად და ის იყოს საარჩევნო პროცესში ორთქლმავლის ფუნქციის შემსრულებელი, თუმცა, ჩემი აზრით, არჩევნებამდე პრემიერი არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი...

გააფთრებით იბრძვიან საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ამ სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გიორგი გახარიასაც...

ვფიქრობ, მოუწევთ შეთანხმება. მათგან რომელიმეს სიის დაკომპლექტებაზე ექსკლუზივი ვერ ექნება. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი და სურვილები... ჩემი აზრით, სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობაც და შესაძლებლობაც, რომ "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისება მოხდეს", - აცხადებს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×