რეზონანსი
06.05.2019

 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 1779. წინა წლის იგივე პერიოდში ანალოგიური მიზეზით 107 ადამიანი დაიღუპა და 1 986 დაშავდა. ინფორმაციას შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 1302 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა (გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1428 იყო), მათ შორის სიმთვრალით გამოწვეული იყო 50.

2017 წლის პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელთა თანახმად ამოქმედდა ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. კანონის გამკაცრების მიზეზად გზებზე ავარიებისა და ამის შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი დასახელდა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა გაუარესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×