რეზონანსი
06.05.2019

 სოფელ ბავრაში 81 წლის ს.ბ. საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელების თქმით, 5 მაისს, დღის მანძილზე ხანშიშესული კაცი სოფლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს წმენდდა და ნარჩენებს წვავდა.

„ფოთლები, ხმელი ბალახი მოაგროვა და ცეხლი წაუკიდა. სავარაუდოდ კვამლმა ცუდად გახადა და გაითიშა. სხეულზე დამწვრობები ჰქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო“, - ამბობს ადგილობრივი.

მინდორში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. შსს-ს თანამშომლებმა ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

(pia.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×