რეზონანსი
05.05.2019

 დაახლოებით ერთ თვეში მეტროს მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყება. აზიის განვითარების ბანკის და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, პირველად, 53 წლის შემდეგ, მეტროპოლიტენის არსებობის ისტორიაში ელექტროსადენები და სავენტილაციო სისტემა სრულად შეიცვლება.

პროექტი ივნისში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. ვაგონების უმეტესობა ძველი და გამოსაცვლელია. მათგან თანამედროვე სტანდარტებით მხოლოდ 8 აღიჭურვა. ხარვეზების აღმოსაფხვრელად დედაქალაქის მერია მეტროპოლიტენის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

2019 წლის იანვრიდან დღემდე მეტროს სხვადასხვა სადგურზე დაზიანების 100 შემთხვევა დაფიქსირდა, უსაფრთხების მიზნით მგზავრთა ევაკუაცია კი, 26-ჯერ გახდა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×