(რეზონანსი) "მე ყოველთვის შევეცდები, რომ სტალინის პოზიციები დავიცვა", - ამის შესახებ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ემზარ კვიციანი აკეთებს.
მე ყოველთვის შევეცდები, რომ სტალინის პოზიციები დავიცვა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიყავი უკვე, შეიძლება ითქვას, მონაწილე და პატარა სარდალი და ის იყო დიდი სარდალი. მე მესმის მისი თითოეული მაშინდელი განცდაც. იმხელა მონსტრთან ბრძოლა რას ნიშნავდა გასაგებია და ფაშისტურ ბრძოლამდე კიდე რა ბრძოლები გაიარა და რას უზამდნენ მას, რომ მორეოდნენ ესეც ძალიან კარგად ვიცი.
რამენჯერ იყო ციხეში, რამდენჯერ გაიქცა, რამდენჯერ გადასახლებაში იყო, რადენი უბედურება გაიარა ამ უნიჭიერესმა და გენიოსმა კაცმა და ის არის ქართველი და მეცა ვარ ქართველი. მე ვაფასებ და მიხარია", - განაცხადა კვიციანმა გადაცემაში "მძიმე კაცთან".