რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

სამოქალაქო აქტივისტების ინტენსიურ რეჟიმში თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×