რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და 4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 ივნისს ჩაინიშნა.

კაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ისინი სხვამ მოკლა.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×