(რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მოკლულ 43 წლის გელა გერმანიშვილს მეზობელი იხსენებს. მისი თქმით გუშინ ბენზინგასამართ სადგურზე მოკლული კაცი მშვიდი და წესიერი ადამიანი იყო, რომლისგანაც წყენაც არავის ახსოვს:
"დაუჯერებელი უბედურება მოხდა, ერთ უბანში გავიზარდეთ, გელასნაიარი წესიერი ადამიანი სხვა არც კი მეგულება, მშვიდი, წყნარი, კარგი ოჯახის პატრონი, ისეთი კარგი დედა ჰყავს, როგორ გადაიტანს ამ უბედურებას, არ ვიცი. ოჯახი ისედაც დამწუხრებული იყო, ახლახან მიაბარეს მიწას სრულიად ახალგაზრდა დისშვილი. როგორც თქვეს, ბიჭებს რაღაც კამათი ჰქონდათ და ერთ-ერთი იარაღს ცუდად ატრიალებდა, შენიშვნა მიუცია გელას და იმას კიდევ პირდაპირ უსვრია. სამი შვილის მამა, საკუთარ სოფელში გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მიუთითა, იარაღს ცუდად ნუ ატრიალებო. ძალიან ვწუხავარ, ვუსამძიმრებ ოჯახს"
არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდებს შორის უერთიერთშელაპარაკებას, შემთხვევით შეესწერო სადგურის თანამშრომელი გელა გერმანიშვილი რომელმაც შეირაღებულ თანასოფლელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას თავის არეში ესროლეს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა და მისგან ნივთმტკიცებად ცეცლსასროლი იარაღი ამოიღო.
ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ისინი მეოთხე შვილს ელოდებოდნენ.