რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა, - ამის შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის არ უნდა გასამართლდეს იქამდე, სანამ მოწმეებს არ ნახავს.

„ის, ვინც უთხრა, რომ ავტომატი უჭირავს ხელში და კლავსო, ჯერ ერთი, ბიძაშვილია ჩემი. არც მკვდარი მინახია, არც ცოცხალი მინახია ის, ვინც იყო, თავისი გააკეთა და წავიდა. რაც გინდათ ჩამიწერეთ, თუ გინდათ წლები მომეცით . სანამ ეს მოწმეები არ მოვლენ და პირზე არ დამაგდებიან და ჩემი შვილიშვილის ნათქვამს არ იტყვიან, მე არსად არ გავმართლდები. მე დედაკაცი მიკვდებოდა ხელში და ვინ კვდებოდა და ვინ არა, ეგ მე სულ არ მაინტერესებდა",-აცხადებს ბრალდებული.

85 წლის ომარ გამყრელიძე შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაში არის ბრალდებული. გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×