რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შესული.

შსს-ს ინფორმაციით, თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე - კაბალი, არეში და აფენი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×