რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გვიან ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დაკავა. დაკავებული მამაკაცი თელავის პოლიცის განყოფილებაშია მოთავსებული. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

სოფელ იყალათოში, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელმა 43 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდებს შორის უერთიერთშელაპარაკებას, შემთხვევით შეესწერო სადგურის თანამშრომელი გელა გერმანიშვილი რომელმაც შეირაღებულ თანასოფლელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას თავის არეში ესროლეს.

43 წლის მა­მა­კაცს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი დარ­ჩა. ისი­ნი მე­ო­თხე შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი:

"აი დღეს ვცხოვ­რობთ ესეთ ქვე­ყა­ნა­ში!! გელა გერ­მა­ნიშ­ვი­ლი, უდი­დე­სი ტრა­გე­დია ჩვე­ნი სოფ­ლის­თვის!! რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, იყალ­თო­ში, სა­კუ­თარ სო­ფელ­ში, მოკ­ლეს უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი!! რა ვთქვა არ ვიცი, ღმერ­თმა აცხო­ნოს შენი სული ძმაო", - წერს გიორგი ბოტკოველი ფეისბუქზე.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×