რეზონანსი
05.05.2019

 ბრალდებულითე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ იყალ­თო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. მოკ­ლუ­ლი 43 წლის გელა გერ­მა­ნიშ­ვი­ლია. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, მას მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი დარ­ჩა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მე­ო­თხე შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, ორი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, გელა გერ­მა­ნიშ­ვილს მან­ქა­ნი­დან ეს­რო­ლეს. მე­ო­რე ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით კი, ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან ნას­ვამ მდფო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი უმი­სა­მარ­თოდ იშ­ვერ­და ია­რაღს, გერ­მა­ნიშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა და გას­რო­ლა სწო­რედ ამ დროს მოხ­და.

გელა გერ­მა­ნიშ­ვილს ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. იგი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი არი­ან.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×