რეზონანსი
05.05.2019

 კარალეთელმა გოგონამ ემიგრანტი მშობლების დასაბრუნებლად ბიზნესი წამოიწყო 17 წლის გოგონა მალე სილამაზის სალონს გახსნის. ფიქრობს, რომ მშობლები მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, თუ ის ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ მშობლებისგან გამოგზავნილი ფულით საქმის წამოწყება გადაწყვიტა.

"მინდა, რომ ჩემი მშობლები დაბრუნდნენ ემიგრაციიდან. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მე ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიქნები. ამიტომ გადავწყვიტე სილამაზის სალონის გახსნა", – ამბობს ანა ჭეჭელაშვილი რადიო "მოზაიკასთან".

17 წლის ანა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოვრობს. მისი მშობლები თითქმის 3 წელია ემიგრაციაში იმყოფებიან.

"ჩემი ოჯახის კეთილდღეობისათვის დედას და მამას ემიგრაციაში წასვლამ ძალიან დამაფიქრა. როდესაც პირველი გზავნილი ჩამერიცხა, მივხვდი, რომ მხოლოდ ფული არ არის ბედნიერებისათვის საჭირო. მათი წასვლის პასუხისმგებლობა მეც მეკისრებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ის ფული არ დამეხარჯა, შემეგროვებინა და ოჯახური ბიზნესი დამეწყო", – ამბობს ანა.

(რადიო მოზაიკა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×