რეზონანსი
05.05.2019

 (რეზონანსი) რუსული კვების ობიექტი, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარეობს, საქართველოს რუკას დამახინჯებული სახით წარმოადგენს. რუკაზე, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული, აფხაზეთი ჩამოჭრილია.

შესაბამისი ბილბორდის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კვების ობიექტმა "Свежов", რომელშიც, ძირითადად, მზა კერძები და დესერტი იყიდება, საქართველოს დამახინჯებული რუკის ილუსტრაცია "ქართული კერძების კვირეულისათვის" მოამზადა. მის "ფეისბუქ" გვერდზე, ასევე "ინსტაგრამსა" და რუსულ "ვკონტაქტე"-ზე ქართული კერძების ფოტოებია გამოქვეყნებული, კუთხეში კი რუკის ილუსტრაციაა დატანილი.

"ფეისბუქის" საქართველოს მომხმარებლების პროტესტის, უარყოფითი გამოხმაურებებისა და სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან გასაჩივრების შემდეგ, კვების ობიექტის გვერდი აღარ იძებნება. თუმცა, დამახინჯებული რუკის შემცველი მასალები სხვა სოციალურ ქსელებში კვლავ ხელმისაწვდომია.

(ნეტგაზეთი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×