რეზონანსი
04.05.2019

 ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ, განცხადებას დავწერდი და რადგან არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

ქობალიას თქმით, მან მმართველი გუნდი საკუთარი ხედვების სისწორეში, მცდელობის მიუხედავად, ვერ დაარწმუნა.

„რა თქმა უნდა, ასე სწრაფად ხელისუფლების დატოვებას არ ვაპირებდი. განცხადების დაწერაზე იყო საუბარი და სხვათა შორის ის, რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმისა, რომ ჩემი აზრები და ჩემი ხედვა სწორად მიმაჩნდა და ბოლომდე ვცდილობდი ამ ხედვაში საქართველოს მმართველი ხელმძღვანელობა და აგრეთვე, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაც დამერწმუნებინა. მაგრამ როგორც ხედავთ, ალბათ, ეს ვერ შევძელი“, - განაცხადა ქობულიამ.

ჩემსა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობას, ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შორის ხედვებში არ იყო თანხმობა. ჩემი აზრით, არ გამართლდა ის პრინციპები, რაზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი,- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა "რუსთავი 2"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×