რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმთან" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი თურქეთიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების 2 ბრიგადის მუშაობის შედეგად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×