რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე - მღვდელმთავრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებს მეუფე პეტრე იხსენებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, რადგან ილია მეორემ შეწყალების წერილის მომზადება სასულიერო პირებს თავად დაავალა, თუმცა, ამ დრომდე მიმართვა არ არის დაწერილი.

„უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრეს და უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ წერილი საშუამდგომლო პრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერა იყო დავალებული და მერე რა გახდა და ორი თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი. მე ვაპირებ მამაოს მონახულებას, ამასწინათ სატელეფონო საუბარი გვქონდა, საპყრობილიდან დამირეკა და მინდა, რომ მოვინახულო, გავესაუბრო," - განაცხადა მამა პეტრემ "კურიერთან".

მეუფე პეტრე ახლა თბილისშია და მსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×