რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმიანება.

„17 მაისს კონცერტში არმონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ „სიწმინდის დამცველებს". მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა, თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა!", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×