(რეზონანსი) ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "Forbes Georgia"-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მისი სურვილი არ ყოფილა.
"იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე. მე მეგონა ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ამაში თანხვედრა არ გქვონდა", - განაცხადა ქობურიამ.
ქობულიამ გადაცემაში ისაუბრა მოსვლაზე: "პირველ რიგში კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან მქონდა, მაგრამ პარტიის ლიდერთანაც გავიარეთ ეს საკმაოდ დეტალურად".
და წასვლაზეც: "ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი რაც მოხდა."
გიორგი ქობულიასთან სრულ ინტერვიუს ყურება, მაყურებელს კვირს 10:10-ზე, გადაცემაში "Forbes-ის კვირაში გიორგი ისაკაძესთან ერთად" შეეძლება.