რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მაჩალიკაშვილი კი აცხადებს, რომ სუს-ში მისვლას არ აპირებს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "ბარდაგს" უწოდებს და ამბობს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.

"რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "კურიერთან".

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში გამოკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×