რეზონანსი
04.05.2019

 „სარაჯიშვილის" მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ცნობების გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა. 

16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედა ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია ოჯახისთვის და ახლობლებისთვის უმძიმესი იყო და ამის გამო სასამართლოს მიმართავენ. 

„ტელევიზიით ვნახე, რომ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, ამ დროს ჩემი შვილის ფოტო აჩვენეს და თქვეს, რომ გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო. ჩემი შვილი 16 წლის არის. ის სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი სახლში ქონდა დატოვებული. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა მის შესახებ არაფერი ვიცოდით და ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამას არავის ვაპატიებ. ახლაც კი სამძიმრის წერილებს და ზარებს ვიღებ. მთელი ოჯახი სანათესაო და სამეზობლო გავნადგურდით. ერთადერთი შვილი მყავს, წარმოიდგინეთ გაჩვენებენ ფოტოს და გეუბნებიან, რომ გარდაიცვალა. ათასი რამ ვიფიქრე, გარდატეხის ასაკშია,- აცხადებს „პრაიმთაიმთან 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედა ინგა ლონდარიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×