რეზონანსი
04.05.2019

 (რეზონანსი) კახეთში ბებიამ 10 წლის ბიჭი ცემა. მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული და ამ დროითვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბიჭის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და სწორედ ამიტომ იყო ბავშვი ბებიასთან.

სოციალურ მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბებიას მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა და მასზე მხოლოდ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მინდობილობა იყო გაცემული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×