რეზონანსი
04.05.2019

 რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, დაშავებული საავადმყოფოში კოჭ-წვივის სახსრის ტრავმით შეიყვანეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ ეტაპისთვის 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, ავარია რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოხდა. "ნისანის" მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×