რეზონანსი
04.05.2019

 ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ინციდენტი Boeing 737-ის მიწაზე დაშვებისას მოხდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავში 136 ადამიანი იყო. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში კუბიდან, გუანტანამოდან ჩაფრინდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×