რეზონანსი
04.05.2019

 სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი შვი­ლი და მე­ზო­ბე­ლი დედა-შვი­ლი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს. მა­მათ­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი გო­გოს ცხე­და­რი კი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით სო­ფელ მა­ნავ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში დას­ვე­ნეს. ოთხი­ვე მოკ­ლულს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­ხე­თის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­დათ.

"მე მო­მიკ­ლეს ცოლი და შვი­ლი ამი­ტომ ვი­თხოვ დას­ჯას, პა­ტიმ­რო­ბას კი არა, მის დაწ­ვას. ეგ არა­ნა­ირ გა­სა­მარ­თლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი და პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­ვუ­ყე­ვი, რაც ვნა­ხე. ჩემს თვალ­წინ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ჩემს ოთხ შვი­ლიშ­ვილს მამა მო­უკ­ლა. დი­ლით და­სახ­მა­რებ­ლად დაგ­ვი­ძა­ხეს. წა­ვე­დი და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ელზა ცუ­დათ იყო... თუმ­ცა ვი­ცო­დი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ მის­ვლა, გზად კი­დევ ჩემი ბიჭი შემ­ხვდა, შე­ვი­და თუ არა ეზო­ში ხმა სრო­ლის გა­ვიგ... ამას მოჰ­ყვა ბევ­რი გას­რო­ლა და სი­ჩუ­მე. რომ შევ­ბრუნ­დი ომა­რი იგი­ნე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლო იყო და ახ­ლოს აღარ მი­ვე­დი. გა­მო­ვი­ქე­ცი და ვყვი­რო­დი, შევ­ლას ვი­თხოვ­დი. დაგვღუ­პა ყვე­ლა, ეს გა­სა­მარ­თლე­ბის ღირ­სი არ არის" - გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×