რეზონანსი
03.05.2019

 რამდენიმე საათის წინ სოფელ დაფნართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი სამტრედიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. "ოპელში" მჯდომი სამივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა  რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, "ოპელი" გზაზე მოცურდა, ავტობუსს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. 

მანქანა მთლიანად არის დამწვარი. ძალიან არის დაზიანებული ავტობუსი, თუმცა მასში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.  ავტობუსის მძღოლი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. 

გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×