რეზონანსი
03.05.2019

 როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი რამდენიმე საათის წინ ავარიაში მოჰყვა. დღეს დილით თბილისიდან გამოსულ ავტობუსს, სამტრედიაში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რომელიც თვითმხილველების თქმით გზაზე მოცურდა. მას დაჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად არის დამწვარი. ავტობუსი სერიოზულადაა დაზიანებული, დაშავებული არიან მგზავრები.

"გურიის მოამბის" ცნობით, მძიმეა მსუბუქ მანქანაში მყოფთა მდგომარეობა. ავტობუსის მძღოლი პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×