რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) რას ყვება 85 წლის კაცი, რომელმაც შვილი, რძალი და მეზობელები - დედა და შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა?

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, მოხუცი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ბუჩქებში დამალულმა, მისთვის უცნობმა პირმა მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გასულ თვეს თელასის ტექნიკურ თანამშრომელს, რომელსაც დავალიანების გადაუხდელობის გამო დენის მიწოდება უნდა შეეზღუდა, მოხუცი მოკვლით დაემუქრა. როგორც ამბობენ, ის, სოფელში ხშირად იარაღით გადაადგილდებოდა.

დღეს სოფელ ყანდაურაში 85 წლის კაცმა 4 ადამიანი იარაღის გასროლით მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×