(რეზონანსი) დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში მომდევნო კვირაში გამოცხადდება, - ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა გააკეთა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საგამოძიებო უწყებაში მისვლასთან დაკავშირებით მათ არ ჩაბარებიათ, ისინი გამოკითხვაზე საკუთარი სურვილით მაინც გამოცხადდებიან.
როგორც მახარაშვილი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ გამომძიებელსაც მიაწოდეს.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.