რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის შვილები მისმა ძმამ, თორნიკემ საპატრიარქოსთან თაბახის ფორმატებზე უბრალო ფანქრით დაწერილი მოთხოვნებით აქციაზე გაიყვანა.

„დაგვიბრუნეთ მამა", „მამა გვენატრება", „ნუ დაგვაობლებთ" - ითხოვენ დეკანოზის შვილები.

სააღდგომოდ პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა, რის გამოც მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ დღეიდან აქციები დააანონსა. ის აცხადებს, რომ საპატრიარქომ შეთანხმება დაარღვია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია.

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. ის მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. დეკანოზი ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×