(რეზონანსი) დღევანდელი დღე შემზარავი ამბებით დაიწყო. საზარელი მკვლელობა მოხდა სოფელ ყანდაურაში. 85 წლის მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა. ორი გადაცვლილი დაკავებული მამაკაცის შვილი და რძალია. დანარჩენი ორი კი დედა-შვილია, მისი მეზობლები. გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილი ბრალდებულის ნათესავები იყვნენ.
რაც შეეხება დაჭრილს, 76 წლის ქალის მგდომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც მისი დედაქალაქში გადმოიყვანა გახდა საჭირო. მოხუცი ქალი ბრალდებულის მეუღლეა.
ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გურჯაანის რაიონულ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს. ის დანაშაულის ადგილზე, სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში დააკავეს. სასტიკი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ავტოსაგზაო შემთვევა მოხდა ქედაში. სოფელ ვაიოში ავტომობილი გადატრიალდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა დედაქალაქშიც, დღეს დილით "სარაჯიშვილის" მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგების ჩავარდა და დაიღუპა.
მგზავრი ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. თვითმხილველების განცხადებით, 20 წლამდე მამაკაცი, ლიანდაგებში განგებ ჩახტა.
"ჩვენ გვეგონა, რომ გადავარდა მაგრამ თავი მოუკლია. ვინ იქ იყო თქვეს, რომ ის ბიჭი ისე იდგა იცოდა, რომ თავი უნდა მოეკლაო"
"ალბათ განზრახ ჰქონდა გადაწყვეტილი. წინასწარ დაგეგმილი, თორე იმ წამს რამე გადაეწყიტა გამორიცხულია", - ამბობენ თვითმხილველები.
მომხდარი ინციდენტის გამო მეტროს მუშაობა ნაწილობრივ შეჩერები იყო.
ბათუმში 23-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ის ბათუმის "მედცენტრში" გადაიყვანეს.
ტერიტორია პოლიციელებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.
გვანცა წულაია