რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში დაბრუნდა. ის ესპანეთიდან სამშობლოში პირველ მაისს ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად, როდის გამოცხადდება პოლიციის სამმართველოში ჯერჯერობით უცნობია.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას თავს არ არიდებს და ქვეყანა მხოლოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო დატოვა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×