რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„ოპელის" მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, მცირე ხნით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.

ავარიის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×