რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაავრცელა.

შავლეგო ტაბატაძემ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადუსტრა. გუბერნატორმა განგვიცხადა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით თავად გააკეთებს განცხადებას.

„ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, მოგვიანებით დამირეკეთ ან მე თვითონ გავაკეთებ განცხადებას" - განაცხადა ტაბატაძემ "პრაიმტაიმთან".

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით შავლეგო ტაბატაძე სამხედრო სამსახურში აპირებს დაბრუნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×