რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) "როგორც ჩანს, რაღაც გამოგვეპარა, მთავრობას გამოეპარა", - ამის შესახებ განცხადებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი აკეთებს, რითაც დავით გარეჯის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს

"იქამდე ღმერთმა ნუ მიგვიყვანოს და მე არც ვუშვებ რომ მივა. ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული? როგორიც არის ყველა ქართველის პოზიცია, ისეა ჩემი პოზიციაც. აქამდე არ უნდა მოსულიყო, როგორც ჩანს, რაღაც გამოგვეპარა, მთავრობას გამოეპარა.

ბევრი პრობლემებია, ვერ განვსჯი და სახელმწიფო უწყებებს ვერც მოვთხოვ, იმას ვხედავ, რომ ძალიან დაძაბულია მდგომარეობა. მოვლა და შველა უნდა. ქვეყნის დალაგება ჩვენი საკითხი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვტკივა და არ ნიშნავს, რომ არ გვეხება სამოქალაქო საკითხები. სასულიერო პირამდე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩვეულებრივად მტკივა ჩემი ქვეყნის საკითხები", - აცხადებს მეუფე ანტონი "ტვ პირვეთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×