(რეზონანსი) "ის უნამუსო ციხეში კი არ უნდა იყოს, ძაღლებმა უნდა დაგლიჯონ", - ამის შესახებ საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში დღეს მოკლული 44 წლის ქალის დედა „პრაიმტაიმთან" აცხადებს.
მისი თქმით, მამამთილს შვილთან და რძალთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა. შვილის თავს დატრიალებული უბედურების შესახებ, ქალმა დღეს დილით ნათესავის სატელეფონო ზარით შეიტყო.
პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.
მეუღლის - 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.