რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოში, მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმის ინფორმაციით, ქალს ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა.

„დილის 10 საათზე შემოიყვანეს ქალი, თავში ცეცხლნასროლი ჭრილობით. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა მოხდა თბილისში. მისი ჯანმრთლეობის მდგომარება უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაშვილმა.

პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×