რეზონანსი
03.05.2019

 სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 85 წლის მა­მა­კაც­მა შვილ­სა და რძალს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ხმა­ურ­ზე შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს - ძმის ცოლ­სა და ძმის­შვილს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან - ბრალ­დე­ბუ­ლის ვაჟი და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე, ლელა ბო­რაშ­ვი­ლი, ასე­ვე დედა-შვი­ლი მზია მეზვრიშ­ვი­ლი და შავ­ლეგ გამ­ყრე­ლი­ძე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მოკ­ლულ ძმის­შვილს შავ­ლეგ გამ­ყრე­ლი­ძეს 4 შვი­ლი დარ­ჩა და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 5 თვი­საა.

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რძა­ლი, შვი­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 85 წლი­საა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×