რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოში მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა ნინო სოროზნიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს მამამთილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

„კონფლიქიტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა. დიდი უბდურება მოხდა. ჩემს შვილის შვილი არ ყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა. მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×