საგარეჯოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებზე ოჯახის ნათესავი საუბრობს. კაცი ამბობს, რომ მას თავდაპირველად დასახმარებლად მისვლა სთხოვეს, რადგან 85 წლის კაცის მეუღლე შეუძლოდ იყო.
„სოფელში ცხრის ნახევარზე ამოვედით, პროდუქტების საყიდლად ვიყავით წასული. ეზოში როდესაც შემოვედით მეზობლის ქალმა დაიძახა, ქალი არის ცუდად და მოგვხედეთო.
როდესაც მე და ჩემი მეუღლე იქ მივედით მისი ცოლი უგონოდ იწვა საწოლში. ქმარი კი სკამზე იჯდა და იგინებოდა. ვუთხარი, რომ სასწრაფო გამოეძახებინათ.
მოშორებით გავედით ჩემი შვილიც მოვიდა, როგორც კი კარებთან დადგა ესროლა და ისიც წაიქცა, რომ წაიქცა მივარდა თავისი შვილი და მასაც ესროლა. არანაირი კონფლიქტი მანამდე არ ჰქონდათ. მისი მეუღლე დაჭრილი არ არის, ეტყობა დაეცა ძირს და სისხლი იყო დერეფანში“ - ამბობს ნათესავი.
ამ დილით საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი,რძალი და ორი მეზობელი მოკლა.