რეზონანსი
03.05.2019

 მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი მეტროს ლიანდაგში განგებ ჩახტა. როგორც თვითმხილველი პრაიმტაიმთან ამბობს,  მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ბიჭს "უწყვეტი სიგნალით" აფრთხილებდა.

"ახალგაზრდა განგებ ჩახტა ლიანდაგზე. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება", - აცხადებენ თვითმხილველები.

ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრიამტაიმს“ განუცხადეს დაღუპული 1999 წელს არის დაბადებული.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. პირველადი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. უწყებაში განმარტავენ, რომ როცა გარდაცვალების მიზეზი დადგინდება, შესაბამისი მუხლით დაიწყება ძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×