რეზონანსი
03.05.2019

 საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალებია ცნობილი. 85 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრებისა და მეზობლების დახოცვის შემდეგ ის მოკვლით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×