რეზონანსი
02.05.2019

 ტელეკომპანია "იმედის" უკვე ყოფილი პროდიუსერი ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ ხელისუფლების მიმართ მკაცრი და კრიტიკული ტონი არ აპატია. ასეთი მის კარიერაში ჯერ არ ყოფილა, როდესაც აზრის გამოხატვის გამო, სამსახური დაატოვებინეს. "იმედის" ყოფილი პროდიუსერი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. უკვე ცნობილია, რომ ამ დავაში მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს. 

ცენზურის შესახებ ყოფილი თანამშრომლის საჯარო ბრალდებებს „ტელეიმედმა“ დღეს უპასუხოდ ტოვებენ. "კურიერს" ადამიანური რესურსების სამსახურში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მაია სტეფნაძემ პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

"იმედის" ყოფილი პროდიუსერის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. სტეფნაძეს ომბუდსმენი ხვალ შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×