რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გვანცა წულაია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×