რეზონანსი
02.05.2019

 „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ემიგრანტების რიცხვი 15.8 პროცენტით გაიზარდა და მათი რაოდენობა 98 935 კაცით განისაზღვრა.

"როცა მოსახლეობა ქვეყნიდან გადის, როდესაც არის პრობლემები. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემები. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში პოლიტიკური პრობლემები იმ სიმწვავის არ არის, რომ მასობრივი გადინება გამოიწვიოს, ხოლო სოციალ-ეკონომიკური პრობლემები რომ აქვს ქვეყანას, ამას სახელისუფლებო პარტიაც აღიარებს. მძიმე მდგომარეობის ფონზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ცდილობს მოძებნოს უკეთესი პირობები, სადაც შეძლებს დასაქმებას, ხოლო ვიზალიბერალიზაცია ამას ხელს უწყობს, მაგრამ ის რომ არ ყოფილიყო, ადამიანები სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ.

ახლა მეორე საკითხია, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონში გამორჩეული და მაღალია, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! ამაზე არის მარტივი პასუხი. ეკონომისტები კარგა ხანია დავობენ იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური. მარტო ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს.

ბოლო წლებში ყველაზე დიდი მაღალი ტემპით იზრდება ფინანსური სექტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ვალს აიღებს მოსახლეობა, მეტად გაიზრდება ეკონომიკა, ანუ ნებისმიერი აქტიურობა, რომელიც არის საფინანსო სექტორში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღლა წევს. ეს სინამდვილეში ნიშნავს კეთილდღეობას? რა თქმა უნდა, არა“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×