თამთა ჩაჩანიძე
02.05.2019

 მედია იტყობინება, რომ სირიაში 4 რუსი სამხედრო მოსამსახურე ისლამისტმა მეამბოხეებმა დახოცეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მედია და სოციალური ქსელები სიცრუეს ტირაჟირებენ, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.

2 მაისის ღამეს ინტერნეტ პორტალმა "ალ-მასდარ-ნიუსმა" გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ სირიის პროვინცია ჰამაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე ტერორისტებმა მოკლეს, განცხადების მიხედვით, სამხედროები შეეწირნენ პროთურქული კოალიცია "ეროვნული თავისუფლების ფრონტის" თავდასხმას.

მანამდე მიმდინარე წლის 8 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო "ამაქმა", რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ რუსი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეებია აღბეჭდილი.

მიმდინარე წლის 25 მარტს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავად გაავრცელა განცხადება იმ დროისათვის სირიაში სამი რუსი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ.

როგორც დეპარტამენტში აცხადებდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჯერ კიდევ თებერვლის თვეში სირიის ქალაქ მეიადინში დაიკარგნენ (მეიადინი არის პროვინცია სირიაში,რომელიც ტერორისტების მთავარი ადგილსამყოფელია) მოგვიანებით გაირკვა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში დაღუპულან.

თებერვლის ინციდენტთან დაკავშირებით ბიბისის რუსული სამსახურია წერდა, რომ ინციდენტის ერთერთი გარდაცვლილები იყვნენ, მაიორი სუხრობ კარიმოვი და მასთან ერთად სამხედრო ავტომობილ "უაზში" გარდაცვლილი ორი რუსი პოლკოვნიკიც იყო (რომელთა ვინაობაც უცნობია).

"სირიაში, ამ დროისათვის რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელი ჯანსაღი და ცოცხალია, არცერთი არ გარდაცვლილა და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

"სამწუხაროა, რომ არაერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო და სოციალური ქსელები ტირაჟირებენ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით" აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×