(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში იმყოფება. სხდომათა დარბაზში მინისტრმა დეპუტატების კითხვები გააკრიტიკა.
გახარიას თქმით, დეპუტატთა კითხვები უკიდურესად უინტერესოა და სწორედ ამის გამო, გულგატეხილია.
"დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი. რეალურად თქვენ ყველა, ჩვენთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, როდესაც საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ხარისხის სტანდარტს მარტო ჩვენ კი არ ვადგენთ, თქვენც ადგენთ და თქვენი პასუხისმგებლობის დონე ამ ნაწილში, იმიტომ, რომ აქ მაკონტროლებელი ორგანო და მომთხოვნი ხართ თქვენ.
უკიდურესად გულგატეხილი ვარ იმით, რაც დღეს აქ მოვისმინე. აბსოლუტურად უშინაარსო ეს არის საპარლამენტო დემოკრატიის და ზედამხედველობის დისკრედიტაცია", - აღნიშნა მინისტრმა.