რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას მოქალაქეობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.

„ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ისიც ბევრი, ბევრი წლის წინ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×