რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვები, - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ოპოზიციის კითხვები, როლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით დაისვა.

"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ საქმიან რეჟიმში წავიდოდა დებატები და კითხვები შს მინისტრთან, მაგრამ როგორც ჩვეული ვართ არის რუსთავი 2-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვები. ჩემი ოცნებაა, რომ როდესმე საერთო სახელმწიფოებრივი გამოწვევების წინაშე, სახელმწიფოში როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია და აღმასრულებელი ხელისუფლება ვიყოთ ერთიანად განწყობილები და პატრიოტული მოტივებით. ისეთ საკითხები როგორიც დავით გარეჯია, პანკისში მიმდინარე მოვლენები არის საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემა. საერთო სახელმწიფოებრივი გამოწვევა და ვისურვებდი, რომ ამ პოზიციებში ჩართულები იყოთ თქვენც", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×